Photos
Posts

მეგობრებო! ვიდრე შეფთან ანხელ ლეონთან წლევანდელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, გთხოვთ წაიკითხოთ შარშანდელი, რომელიც ბორჯომისგასტრონომიულ გიდში გამოვაქვეყნე....

ველი თქვენს მოსაზრებებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მიყვარს თქვენი იდეების კითხვა... რა აზრი გაქვთ ამ ყველაფერზე?????

2017 წლის საუკეთესო ევროპელი შეფი - ანხელ ლეონი, რომლის კერძებიც ანათებს!
ჭრელია სამყარო და ამუცნობი - ღამის ზღვაში ხელს რომ ჩაჰყოფთ, ხელი ციმციმებს... მეცნიერებმა უკვე ახსნეს ეს „რომანტიული შუქი“: ნივთიერება - ლუციფერინი (სახელწოდებაც ჯადოსნურია! - ე.კ.), რომელიც ჟანგბადისა და ფერმენტი - ლუციფერაზის გავლენით იჟანგება. თუმცა ქიმიური რეაქციით, წყალში სითბოს ნაცვლად შუქი გამოიყოფა.

რა არის მოდაში 2018 წელს კულინარიაში? ახალი ინგრედიენტები და ტექსტურები!
ამ გადაცემას აუცილებლად უნდა უყუროთ გურმანებმა და შეფება

შეფასებებს და იდეებს ველი

გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
youtube.com
Videos
„პირველი კულინარი“ გემოვნებიანი ადამიანებისთვის!!!!!!!!!!!!!!!
47
5
Posts

ოსპის წვნიანი ყველა მაღალი კლასის რესტორანში შემხვდა (გერმანია,ესპანეთი); მისი ასეთი პოპულარობა ადრე არ მომხვედრია თვალში.

მეც ხშირად ვამზადებ 😄მიხარია, რომ ბავშვს უყვარს ძალიან!!!!

ფოტოზე ხედავთ - ოსპის წვიანს შებოლილი გველთევზათი; რესტორანი „ჰერცოგი“/მიუნხენი;

Image may contain: food

იასამნისფერი სიმინდი, იასამნისფერი კომბოსტო და იასამნისფერი პომიდორი:))) ეს ყველაფერი რეალობაა სხვა ქვეყნებში!!!!!

არა! ტორტი არ გახლავტ! ეს ჩემი მომზადებული - დეკეულია საფერავში ჩათუშული.... შემწვარი გულაბი მსხლით, ქლიავით და ჟოლოთი;)))))))))))))))) აბა, წავიდა კრიტიკა

Image may contain: food

თეფშები, რომელზეც კერძებს ვაწყობ ჩემზე უფროსები არიან და მეტი ახსოვთ.... ვგიჟდები, როცა მათი არსებობა დროს აჩერებს;)))) გაგვიზარეთ თქვენ აზრი ძველ ჭურჭელზე და თქვენს ოჯახრ ტრადიციებზე

კაქტუსი საოცარი მცენარეა. უამრავი სიმდიდრით გადაჟღენთილი, მაგრამ მისი ეკლები ვარდზე უმკაცრესია და ამიტმ ნაზად უნდა მოეპყრო.

ახლა ფოტოზე თბილისთან ახლოს მსხმოარე კაქტუსს ხედავთ. რომელიც ჩემმა ნათესავმა უმაგრესმა თათიამ დაკრიფა და ჯემი-მურაბაც მოათუხთუხა;

მართალია ბოტანიკოსები კაქტუსს წმინდა სამხრეთ ამერიკულ მცენარედ იხსენიებენ, მაგრამ ფაქტია ოპუნცი-კაქტუსი თვილისი მიმოგარენშიც ხარობს....
მისი ნაყოფი იზაბელი-ყურძნის, კივის და ცოტა ბოლოკის მსუსხავ გემოს აფრქვევს.
თათაიმ ნაყოფი დაკრიფა და წყალში დაალბო. როგორც თავად ამბობს, წყალი ეკლებს არბილებს და ადვილად სძვრება;
მერე ჯემი-მურაბა მოხარშა;
მალე მე და თათია ერთად მოვამზადებთ ამ საოცარ ჯემს და დეტალებს კიდევ უფრო დაწვრილებით გიამბობთ;)))

ოპუნცია ბუნების საგანძურია. ვიტამინებთ და მინერალებით გაჯერებული. უებარი წამალია - კუჭის, გულის, დიაბეტის და ა.შ.
დარჩით ჩვეთან;))) ჯადოსნური რეცეპტები მხოლოდ „პირველ კულინარში“;)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

See More

მადრიდული საუზმე რომელიც კუჭს მოგირჩენთ:)))
გახუხული უსაფუარო პური, ზედ მოსხმული ზეითუნის ზეთი ცივი დაწურვის, მოხეხილი პომიდორი, სულ ცოტა ქონდრითა და მარილით:))) ყავა რძით ან ნაღებით:)))

იქაურები მიმტკიცებენ, რომ კუჭის პრობლემები ქრება, როცა კარაქის ნაცვლად იყენებთ ზეითუნის ზეთს!!!!

Image may contain: coffee cup, coffee, drink and outdoor
Image may contain: food

კაქტუსის ჯემი კანარის კუნძულიდან,ბოტანიკა და გეოგრაფია;)))

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო მსოფლიოს სკოლებში აუცილებლად შევიტანდი საგანს ან საგნის დამატებას „გემრიელი გეოგრაფია“ (ეს რუბრიკა დიდი ხანია „პირველ კულინარში“ სახლობს);
ქვეყნებს და ქალაქებს ძალით კი არ დავაზეპირებინებდი გეოგრაფიის გაკვეთილზე, არამედ მათი ეროვნული სამზარეულოთი გავაცნობდი ამა თუ მხარეს.
სახალისოც იქნებოდა და გემრიელიც;...
ფოტოზე კაქტუსის ჯემს ხედავთ და ამ საოცრების დაგემოვნებისას 2 საგანს ერთად აითვისებთ: ბოტანისკას და გეოგრაფიას; ანუ კატუსისგან ჯემს სად ამზადებენ? კანარის კუნძულებზე. კანარის უნძულები სად არის? Islas Canarias - ესპანეთის ერთ-ერთი ავტონმიური გაერთიანებაა, კუნძულებისგან შემგარი ზღაპარია, აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან;

მადრიდში ბერნარმა ალმასის თვალივით გამომიწოდა საკუთარი წარმოების კაქტუსის ჯემი და სიამაყით თქვა „კანარების პროდუქტია“. ქილაზე ასეც აწერია... კონკრეტულად კი, 7 კანარის კუნძულიდან: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, გრან-კანარია, ფუერტევენტურა და ლანსაროტი, ეს ჯემი ლანსაროტზეა დამზდებული;
შემადგენლობაში შედის კაქტუსის მწიფე ნაყოფი. თუ მოგზაურთა მიმოხილვებს ჩაუჯდებით, აღმოაჩენთ, რომ კანარის კუნძულების სამზარეულოში კაქტუსის ტკბილეული 10 აუცილებელ დასაგემოვნებელ კერძში შედის; უძველესი მცენარეა კაკტუსი დედამიწაზე; ვარდივით იჩხვლიტება და სასარგებლო თვისებების კორიანტელს შეიცავს;
კანარებზე კაქტუსის მრავალსახეობა იზრდება. აქ ოპუნციის ნებისმიერ სახეობას Tuno Indio-ს უწოდებენ. უკვე დაკრეფილი ნაყოფი ბაზარშიც იყიდება და წვრილი, მკბენარე ნემსებისგან გათავისუფლებულია.
კაქტუსის მწიფე ნაყოფი გემოთი წააგავს - კივის, ყურძენი იზაბელას და რაღაცით ბოლოკის გემოს;)) ჯემი დიდებულია. გადავუსმევ ახლა ცხელ კროასანს, თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ ლანსეროტის სილაჟვარდეს;)))
# Bernardo's Marmeladas

See More
No automatic alt text available.
Image may contain: plant, outdoor, food and nature
Image may contain: food
Image may contain: 3 people, people smiling, people standing

გილოცავთ ნინოობას!!!!!!

ხათუნა სალუქვაძე

შოკოლადის ნამცხვარი კრემით

...

კვერცხი- 4 ცალი

შაქარი- 300გ

მცენარეული ზეთი (სუნის გარეშე)- 200მგ

რძე- 200 მლ

ფქვილი- 400გ

კაკო - 500 გრ

ვანილი- 2 შეკვრა

გამაფხვიერებელი- 2ჩ/კ

მომზადება
1. 4 კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ 200 გ შაქარი.
2. მეორე ჯამში ჩავასხათ რძე, 200 მგ ზეთი, 100გ შაქარი და კაკაო. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში მიქსერით.
3. მიღებულ შოკოლადის მასის ერთი ჭიქა დავიტოვოთ , დანარჩენი კი ჩავამატოთ კვერცხის მასაში და კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
4. ფქვილს ჩავამატოთ გამაფხვიერებელი და ვანილი, შემდეგ კი ჩავამატოთ მიღებულ მასაში. კარგად ავურიოთ.
5. აერღუმელის ფორმას კარგად წავუსვათ ცხიმი, ჩავასხათ მასში ცომი და დავაყენოთ ცხობის ფუნქციაზე. ვაცხოთ 1 საათი.
6. გამომცხვარ ბისკვიტს ზემოდან ვუსვამთ შოკოლადის კრემს
7. სასურველია ნამცხვარი ცოტა ხნით მაცივარში შედგათ. კრემი : 2 ჭიქა ნარების ფხვნილს დაუმატეთ ყალს (ინსტუქციაში წერია პროპორციები და ავთქვიფავთ ვანილლთან ერთად. დაუმატებთ 1 პაკეტ კაკაოს და მოხარშულ შედედებულ რძეს ( სგუშონკას) კრემიც მზად არის/

See More
Image may contain: food

უგემრიელესი ხათუნა სალუქვაძის უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი, რომელიც ადვილად დაიმსახურებს თქვნს მოწონებას!!!!

რეცეპტის ინგრედიენტები
2 ჭიქა ფქილი
2 ჭიქა შაქარი...
2 შეკვრა კაკაო
სოდა -ძმარი
მწიკვი მარილი
2 ცალი კვერცხი
1 ჭიქა გაცივებული მოდუღებული ყავა
1 ჭიქა რძე
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
ვანილი

რეცეპტის მომზადების საფეხურები

გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე, მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 23×33 სმ ზომის ლანგარს.

დიდ თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო და მარილი. სოდა -ძმარი. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით კვერცხი, ყავა, რძე, ზეთი.ურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, ცომი უნდა იყოს თხელი. მიღებული მასა დაასხით გამზადებულ ფორმაზე.

აცხვეთ 35–40 წუთის განმავლობაში წინასწარ გახურებულ ღუმელში. მოათავსეთ ნამცხვრის ცენტრში კბილის ჩხირი და თუ სუფთა ამოიღეთ, ცხობაც დასრულებულია.

See More
Image may contain: food

2018 წლის ევროპის საუკეთესო შეფის დაჯილდოვება მადრიდში

Image may contain: 3 people, people smiling, people standing
Esma Kunchulia

გაიცანით! 2018 წლის ევროპის საუკეთესო შეფი და მისი წარმატების ფორმულა...

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ ფორუმზე Madrid Fusion 2018 ევროპაში საუკეთესო... შეფის დასახელება ერთ-ერთი ბრჭყვიალა მომენტია...

ევროპის კონტინენტზე, სადაც გემოების პარადში ძნელია საუკეთესოს დასახელება - 36 წლის სებასტიან ფრანკს დაადგეს გვირგვინი. წარმოშობით ავსტრიელია, მაგრამ წარმატების წერტილი გერმანიის დედაქალაქში აქვს ნაპოვნი.

უცნაური კაცია სებასტიან ფრანკი და როცა მის ბიოგრაფიას გავეცანი, მივხვდი - ეკუთვნოდა ეს ჯილდო.

3 ძმის უმცროსი ძმა ოჯახის სარჩენად სამსახურებში გადაჩეხილ დედას ეხმარებოდა: ჯერ საჭმლის გაცხელებაში დაოსტატდა, შემდეგ, თავად დაიწყო ოჯახის მზარეულობა...

13 წლის სკოლიდან გამოვიდა და ცხოვრებას თვალებში ჩახედა. სკოლა სტერეოტიპებს აძალებდა, ჩიხში ვყავდიო მომწყვდეული და მოაწყო „პაბეგი“;))) დედა? დედა დააჯერა, რომ აუცილებლად გახდებოდა სანიმუშო პროფესიონალი და თითით საჩვენებელი ადამიანი.

ჯარისკაცობიდან გენერლობამდე ჰქონდა ჩავარდნები, უფულობა, ნერვიულობა, აი, არაფერი რომ არ ხდება და გეჩვენება, რომ არც არაფერი მოხდება... მაგრამ, გამოსავლის პოვნა მისი ჰობია და ამბობს: ცხოვრება ხომ ბულიონის დუღდუღს ჰგავს და მთავარია, ქვაბში არ ჩაიხარშოოო.....

ბულიონის დუღილში არჩახრჩობის 2 გზა აქვს: საყვარელი ოჯახით ტკბობა და გოლფი. ფიქრისთვის კი, სათევზაოდ მარტო დადის - იქ უსმენს საკუთარ თავს... კარგი დასვენება წარმატების მთავარი მიზეზია. ეს არისო ჩემი ბედნიერი ცხოვრების მაგიაო და ამ მაგიით ვახერხებ გემრიელი სადილების მომზადებასო.

როგორ გავხდეთ ევროპის საუკეთესო შეფი? როგორც სებასტიან ფრანკი გახდა - ჯერ ბევრი შრომა სამზარეულოში, დილიდან შუაღამემედე, შემდეგ ზუსტი კონცეფციის მოფიქრება (კონცეფცია - მთავარია!) - სადაც არ უნდა იყო და რა უბნელიც არ უნდა იყო, სადაც ხარ იქ უნდა ჩაიტანო შენი გემოვნება და არ გადაუხვიო კონცეფციას.

ავსტრიიდან ფრანკი ბერლინში რესტორან Hovarth-ში ჯერ შეფად მუშაობდა და შემდეგ ცოლთან ერთად რესტორნის მფლობელი გახდა. მიშლენმა 1 ვარსკვლავი იმავე წელს მისცა და 2015-ში მე-2-ეც დაუმატა...

და აი, მისი კონცეფციაც: მხოლოდ ავსტრიული ეროვნული სამზარეულო და ამ სამზარეულოს ახალი იერი. არავითარი უცხოური პროდუქტები, რაც ავსტრიულ სამზარეულოს არ ახასიათებს. ანუ ნაცნობი გემოების თავიდან აღმოჩენა და არა იმპორტით „გადაჯიშება“ (გაითვალისინეთ!);

ევროპის საუკეთესო შეფის - ბასტიან ფრანკის ხელწერაა: მარტივ პროდუქტებში დაფარული გემოების აღმოჩენა და ტექნოლოგიების ქარბორბალაში ბებიების ნაცადი, ისტორიულად გემოს პაზლში ჩაწიკწიკებული მეთოდების გამოყენება.

მაგალითად, ცუკინის ქათმის ცხიმში შეწვა ახლებურად და შებრაწული ბოსტნეულით გაწყობა. ან შმწვარი ნიახურის ძირებსა და იხვის ღვიძლზე კიტრის ნაჭრის თეფშზე საცოდავად მიგდების ნაცვლად - კიტრის ჟელეს მოფიქრება და კერძზე გადასლიკინება... ზედ სერბული პილპილის კვასკვასა მუსი და ავსტიელების საყვარელი მჟავე კომბოსტო...

ერთი სიტყვით, შეფი ფრანკის სამზარეულოში ავსტრიული ტრადიციული გემოს ზეიმია და თან XXI საუჯუნე.

ჰოდა, როცა ავსტრიის პოპულარობისთვის და ნიჭის გამბრწყინებისთვის თეფშზე შუბერტის და შტრაუსის დონის შედევრს ქმნი, შენ პატრიოტი ხარ!

ხომ უნდა გამხდარყო ეს ბიჭი ევროპის საუკეთესო შეფი? უნდა გახდარიყო.

See More

ერთი ჩემი ცნობილი კოლეგის და თბილისში პოპულარული ქალის სიტყვები მახსენდება, როცა "პირველი კულინარისთვის" კომენტარი ვთხოვე: "უი, ესმა, რას ამბობ, კვერცხის შეწვა არვიცი:(("

სიამაყით მითხრა:((( გამიკვირდა. როგორ უნდა გაძლოს ადამიანმა, ამ ყველაფრის გარეშე.....

გასაგებია, რომ ყველანი ჰესტონ ბლუმენტალები ან ჩემი დიდი ბებია მინადორა შელია ვერ ვიქნებით, მაგრამ ტაფამწვარის შეწვა ხომ უნდა იცოდეს ადამიანმა:((((

...

დღეს მთელი 1 საათი მიუძღვნა ანდონი ლუის ადურიცმა ტექსტურებს.... ჯერ ბრინჯი დააბერა, შემდეგ ვაშლი, შემდეგ ობში ნაპოვნ მოლეკულებზე ჩართოლექცია, ფორმულები, ატომები, აინშტაინები, მენდელეევები.... შეძვრა, შეგვითრია, ტვინი გადაგვიბრუნა.... ვირუსი გადაგვდო... ადურიცი 3 ვარსკვლავიანი შეფია, ბასკეთის კულინარიის აკადემიის ხელმძღვანელი და სამზარეულოს ნასას ქვესადგურივით აღიქვამს. მისი საყვარელი სიტყვაა მოლეკულა და ტექსტრა. ატომს ხლიჩავს, აწებებს, ისევ ხლიჩავს:)))))

და ერთი სული მაქვს როგორ და როდის ჩავსვამ ვაკუუმში ვაშლს და ღვინის წვეთს. ალქიმია. ჯადოქრობა. პლანეტა N 1 , პლანეტა გასტრონომია.

ეს მეცნიერებაა. ეს არის სიგიჟე.

პ.ს. და აი, როცა ჩემს PhD დავასრულებ და როცა მეც გავხლიჩავ საცივის და კუპატის ატომს, მაშინ აღარ მოგეჩვენებით შეშლილად:)))))

See More
Image may contain: 1 person, basketball court

ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს - ხორხია, ესმა:)))) უკვე მეორე წელია ვხვდებით მადრიდში. ის დღეს და ბოლო სამი წელია მსოფლიოში ყველაზე მოდურ და ხარისხიან შეფად ითვლება. დიახ, ვინც იცნობთ ის არის ხუან როკა - 3 ვარსკვლავიანი შეფი, რესტორანი - EL CELLER DE CAN ROCA ❤️ მსოფლიო საუკეთესო რესტორნების სიაში №2-ეა. წლევანდელ მადრიდის გასტრონომიულ კონგრესზე ხუან როკას ჩემთვის და ჩემი ახალი სადოქტოროსთვის ზედგამოჭრილი თემა ჰქონდა არჩეული.... თაობები სამზარეულოში.... და სცენაზე ტაატით გამოა...ბრძანა დედა - მოსნერატი ❤️🍾😍💜🤪 ო, როგორი საუბარი მაქვს ჩაწერილი.... როგორი ზუსტი და უტყუარია სუნი და გემო. ერთ ფრაზას მოგართმევთ: «პიტნა დედაჩემის სუნია, რადგანაც რაც თვალი გავახილე, დედის სამზარეულოში ვარ და მისი პიტნის წვნიანის სუნი ასდის ჩემს ცხოვრებას"....

მონსერატი 84 წლის არის. სიფრიფანა, კეთილი, ტკბილი.... რა თქმა უნდა, პიტნის წვნიანის რეცეპტი ჩამომაქვს! როგორც კი მოვამზადებ, რეცეპტს მოგართმევთ:))))

ამ ინტერვიუს დროის მანქანა მართავდა... გამევსო ტვინი ფიქრით, მოგონებებით, პიტნის სუნით და მინდოდა მონსერატს ჩავხუტებოდი და არასოდეს გამეშვა ხელი.... ხელზე მეფერა. ბევრი მაკოცა. რაღაც ჯადოსნურიც გადმომდო, როგორც კულინარიის პლანეტის კეთილმა ფერიამ...

Nini Zhvania ნინი, დე, შენ რომ გაიზრდები და მე რომ მოვხუცდები - ხომ გამიყვან ასე სცენაზე???? 🤪🤪🤪გავჩერდები... თორემ ვიტრე🤪

ხუან როკასთან ინტერვიუ მალე ❤️🍾😍 ბორჯომის გასტრო გიდი - მოემზადე 💜

See More
Image may contain: 4 people, people smiling

ლალი ცაგარელი

სალათი შებოლილი ორაგულით და კრეკერებით

200 გრ. შებოლილი ორაგულის ფილე...
2-3 ცალი კარტოფილი
1 ცალი სტაფილო ( აუცილებლად მოხარშული)
4 ცალი კვერცხი
კამა
მწვანეხახვი
მარილიანი კრეკერები

დრესინგი:
( უნდა იყოს ცოტა თხელი, რომ კრეკერებიც კარგად დაასველოს)
200 გრ მაიონეზი
200გრ არაჟანი
1ჩ.კ დიჟონის მდოგვი
1 ჩ.კ ლიმონის წვენი
შავი პილპილი

კარტოფილი სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა ზომებად, აგრეთვე დავჭრათ ორაგული, ხახვი , კამა და მოვასხათ სოუსი. ამოვურიოთ კარგად. ფორმაში ჩააფინეთ კულინარული ცელოფანი, პირველი ფენაჩააწყვეთ კრეკერები დაადეთ სალათს ნახევარი , მოაწყვეთ ისევ კრეკერები და დარჩენილი სალათიც, ბოლოს ისევ კრეკრები, შედგით მაცივარში 3 საათი და შემდეგ გადმოაბრუნეთ თეფშზე.

See More
Image may contain: food

ნინო ჩიტაშვილის დახატული სამზარეულო

ისპანახის ბლინები და ისპანახის ხინკლები:))
ისპანახს გავრეცხავთ და დავმდუღრავთ გნებავთ ცოცხლად დაჭერით და ისე მოთუშეთ.ჯერ ხახვი უნდა მოთუშოთ და დაამატოთ შემდეგ ისპანახი.ბოლოს ქინძი,მარილი უცხო სუნელი გემოვნებით.ვაკეთებთ ბლინის ცომს სამი კვერცხით ,500მლ წყალით,მარილი,ზეთი და ფქვილი.ჩავამატებთ ისპანახს თვალზომით მოუშუშავს .გამოვაცხობთ ბლინებს.ისპანახს შეგრილებულს ჩავამატებთ გახეხილ ყველს და ჩავუდებთ გულსართად ბლინებ...ს გადავახვევთ და მზადაა .შეწვით ან თუ გინდათ ისეც მიირთვით .საღამოს ისპანახ ყველიანი ხინკლებიც გავაკეთე და კარტოფილიან ყველიანიც.))))))მოკლედ ასე ვაჭმევ ბავშვებს კარგს და სასარგებლოს.

პ.ს. ისპანახის ხინკლები ნახეთ კომენტარებში

See More
Image may contain: people sitting, table, food and indoor