Photos
Videos
ფიცის დადების ცერემონია სოფელ შინდისში
50
15
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფო...
69
18
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი სამი წლის გახდა
75
4
Posts

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე და ცენტრის პირადი შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმარს უცხადებენ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ყოფილ მეთაურს პოლკოვნიკ მურთაზ გუჯეჯიანს დედის გარდაცვალების გამო.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 2017 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო, გაგრძელდა 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ბოლომდე. შერჩეული კანდიდატებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი ჩატარდება ეტაპობრივიდ, მიმდინარე წლის განმავლობაში.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4 წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
ბ) რე...

Continue Reading
Image may contain: 1 person
Posts

16 თებერვალი 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, უფროსი სერჟანტ, ზაზა ფერაძის დაბადების დღეა. მეგობრებმა და თანამებრძოლებმა გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ და სხვა წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ზაზა ფერაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის კაპელანმა, მამა გიორგიმ გმირ...ი სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მოგვიანებით სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ რუსთავში მდებარე კერძო სკოლა „მილენიუმში“ ზაზა ფერაძის შვილებს, დემეტრესა და ანასტასიას ეწვივნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეებთან 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს და მათ ზაზა ფერაძის გმირობის, მისი პიროვნების შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები გააცნეს. ცენტრის მთავარმა სერჟანტმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ისტორიისა და ამოცანის შესახებაც ისაუბრა.

ღონისძიებას ზაზა ფერაძის მეუღლე, ნათია ფერაძე, ქალაქ რუსთავის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები და სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ. დღესვე, ზაზა ფერაძის მშობლიურ სოფელ შორაპანში გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლებმა გმირი სამხედროს ოჯახის წევრები მოინახულეს.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში დაიბადა. 2002 წლის ივლისში ჩაირიცხა კომანდოს ბატალიონში, 2004 წელს ცხინვალის კონფლიქტურ მოვლენებში მონაწილეობდა, 2004-2005 წლებში ერაყის რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა, 2005 წელს ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანის”-ში (BCT) კურსზე ინსტრუქტორად დაინიშნა. 2008 წლის ივლისში IV ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში სნაიპერების ჯგუფის მეთაურად გადაინიშნა და ამავე ქვედანაყოფთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობა მიიღო.

სნაიპერის ტყვიამ ცხინვალთან ქართველი სამხედრო მოსამსახურე მაშინ იმსხვერპლა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლის გადასარჩენად მიბრუნდა.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 2015 წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს მისი სახელი მიენიჭა.

See More
359 Views

უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, წვრთნის (დრილ) სერჟანტთა მომზადების კურსი დაიწყო.

აღნიშნული კურსი ამერიკის შეერთებული შტატების დრილსერჟანტის კურსის ანალოგია და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე მესამედ ტარდება.

წვრთნის სერჟანტის კურსის მიზანია მომზადდეს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი წვრთნის (დრილ) სერჟანტები, რომლებიც შემდგომში საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პ...ირად შემადგენლობას გაწვრთვნიან და მათ პროფესიონალ სამხედროებად ჩამოყალიბებაში შეუწყობენ ხელს.

წვრთნის (დრილ) სერჟანტის კურსი 5 კვირის განმავლობაში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ჩატარდება. სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს საკლასო და საველე პირობებში გაივლის.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტთა შემადგენლობისთვის აღნიშნული კურსი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.

See More

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 2017 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო, გაგრძელდა 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ბოლომდე. შერჩეული კანდიდატებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი ჩატარდება ეტაპობრივიდ, მიმდინარე წლის განმავლობაში.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4 წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
ბ) რ...

Continue Reading
Image may contain: one or more people, text and outdoor

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე, გილოცავთ ახალ 2018 წელს ცენტრის პირად შემადგენლობას და ყველა რეკრუტს ვინც გაიარა სწავლება საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში. გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.

No automatic alt text available.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 376 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულებმა ფიცი 300 არაგველის გმირთა მემორიალთან დადეს. რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, „კურსის საუკ...ეთესო ინსტრუქტორებს“, „საუკეთესო კურსდამთავრებულებს“, ,,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის“ და ,,ყველაზე დისციპლინირებულ კურსდამთავრებულებს“ სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსდამთავრებულებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. წვრთნები 10 კვირის განმავლობაში როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ პირობებში ხორციელდებოდა. ახალწვეულებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო, ტაქტიკურ მომზადებაში, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად IV მექანიზებულ ბრიგადაში, ასევე ეროვნულ გვარდიაში, საჰაერო თავდაცვის სარდლობასა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში განაგრძობენ მსახურს

See More
1.4K Views

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 376 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულებმა ფიცი 300 არაგველის გმირთა მემორიალთან დადეს. რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, „კურსის საუკ...ეთესო ინსტრუქტორებს“, „საუკეთესო კურსდამთავრებულებს“, ,,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის“ და ,,ყველაზე დისციპლინირებულ კურსდამთავრებულებს“ სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსდამთავრებულებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. წვრთნები 10 კვირის განმავლობაში როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ პირობებში ხორციელდებოდა. ახალწვეულებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო, ტაქტიკურ მომზადებაში, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად IV მექანიზებულ ბრიგადაში, ასევე ეროვნულ გვარდიაში, საჰაერო თავდაცვის სარდლობასა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში განაგრძობენ მსახურს.

See More

2017 წლის 25 დეკემბერს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა, რომლებიც განახლებულ „საბრძოლო მომზადების კურსს" გადიან საკვალიფიკაციო შემაჯამებელი საცეცხლე მომზადების ტესტირება ჩააბარეს.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი

მიღება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2017 წლის 9 ოქტომბრიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18 დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს დ...ა 4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4 წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
ბ) რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.
სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10 კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2018 წლის 19 თებერვლიდან. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.
10 კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში:
1. ტაქტიკური მომზადება;
2. სამხედრო-საინჟინრო მომზადება;
3. მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა;
4. ზოგადი საკითხები;
5. ფიზიკური მომზადება;
6. სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა);
7. საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;
8. სამწყობრო მომზადება;
9. კავშირგაბმულობა;
10. საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა);
11. სამხედრო ტოპოგრაფია.
განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:
1.
პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
2. ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი;
3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
4. დაბადების მოწმობის ასლი.

საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენსსაბუთებს პირადი საქმის შესადგენად:
1.ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
2. გასაწვევი პირის განცხადება;
3. ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
9. შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
11. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული);
13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანუსი-დიფტერია);
14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
15. ცნობა ნასამართლობის შესახებ;
16. ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
17. შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
18. მიღებული სერტიფიკატის ასლი;
19. სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
20. ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD).
საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქ. თბილისში მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“-ს ბაზის ტერიტორიაზე.
ტელ: 595 050685; 595 050673.
ონლაინ რეგისტრაციისთვის: onlinebct.mod.gov.ge
#გახდიჯარისკაცი
#ემსახურესაქართველოს

See More

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე, საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებმა ინსტრუქტორების დახმარებით ოჯახის წევრებს, ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები წარუდგინეს, ასევე გადალახეს დაბრკოლებათა ზოლი, დასასრულს კი სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირება მოახდინეს.
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სწავლებას ამჟამად 400-მდე რეკრუტი გადის. 10 კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ ახალწვეულები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

1.9K Views