Videos
,,მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს,, ილია მეორე
250
8
"გერგეტის წმინდა სამება"
263
20
ილია მეორეს ემოციური ინტერვიუ...
288
34
Photos
Posts

ყოვლადსახიერი

„შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე“ (ფს. 102,8), „ღმერთი სიყუარული არს“ (I ინ. 4,16). ღვთიური სახიერება განეფინება სამყაროს არა რომელიმე განსაზღვრულ არეს, რაც შეზღუდულ არსებათა სიყვარულს ახასიათებს, არამედ მთლიანად მოიცავს მას და ყოველივე მასში არსებულს. ღმერთი სიყვარულით ზრუნავს თითოეული ქმნილების, ერთი შეხედვით რაოდენ მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა იყოს იგი, სიცოცხლესა და მოთხოვნებზე. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „თუ გვკითხავენ, რა ა...რის ჩვენთვის სადიდებელი და სათაყვანო - პასუხი არ დააყოვნებს - სიყვარული!“ 16. ღმერთი თავის ქმნილებებს იმდენ სიკეთეს მიჰმადლებს, რამდენის მიმღებიცაა თითოეული მათგანი საკუთარი ბუნებისა და მდგომარეობის მიხედვით და რაოდენიც ეთანადება სამყაროს საერთო ჰარმონიას. გამორჩეულ სიკეთეს ანიჭებს ღმერთი ადამიანს: „ღმერთი დედა-ფრინველს ჰგავს; თვალს მოჰკრავს თუ არა გადმოვარდნილ ბარტყს, მის ასაყვანად თვითონაც ამოფრინდება ბუდიდან. როდესაც დაინახავს საფრთხეს, რომ ბარტყი შეიძლება გველმა გადასანსლოს, იგი შესაბრალისი კრიახით დაფრინავს მის და სხვა ბარტყების გარშემო - არ შეუძლია გულგრილად უყუროს, თუ როგორ იღუპება ერთი მათგანიც კი“ 17. „ღმერთს ვუყვარვართ უფრო მეტად, ვიდრე ეს მამას, დედას, მეგობარს ან სხვა ვინმეს ძალუძს. მეტიც, მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს. საკუთარ დიდებაზე უფრო მეტად ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავს. ამის დადასტურებაა ამა სოფლად ტანჯვისა და სიკვდილისათვის (კაცობრივი სხეულით) თავისი მხოლოდშობილი ძის გამოგზავნა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ხსნისა და მარადიული ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა“ 18. თუ ადამიანი ხშირად ვერ აცნობიერებს საღვთო სიკეთის მთელ ძალმოსილებას, ეს იმიტომ, რომ ფიქრებითა და სურვილებით მეტისმეტად მიეჯაჭვა ამსოფლიურ სიამეებს. ღვთის განგებულებით გვეძლევა დროებითი, მიწიერი კეთილდღეობა, მაგრამ ამასთან მოწოდებულნი ვართ, მოვიხვეჭოთ მარადიული სიკეთენი ჩვენი სულებისათვის.

See More
Image may contain: 1 person

ლიბერალიზმი - ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს ინდივიდის თავისუფლება, ხოლო ფუნდამენტურ ღირებულებას- საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა. იგი ცდილობს ადამიანს შეუქმნას ნორმალური, ბუნებრივი და მშვიდობიანი განვითარების პირობები. ახლა კი, მივყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს..
ამ მოძღვრებას ქადაგებენ მსოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოები. საქართველოც მათ რიცხვშია... სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმა...დ, ქვეყანაში განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. ამავდროულად, ყველასთვის ცხადია მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი ადამიანის შესახებ, რომ ის დამოუკიდებელ არსებობას ჩასახვისთანავე იწყებს. ანომალიაც თანდათან იკვეთება. რატომ არის ნებადართული და ჩვეულებრივ მოვლენად მიღებული მუცელში მყოფი ყრმის მოკვლა, ხოლო უკვე გაჩენილი შვილის მკვლელობა დიდ დანაშაულად მიჩნეული და საერო სამართლის სასჯელს დაქვემდებარებული?! ნუთუ მკვლელობას ზომა, წონა ან მდგომარეობა განსაზღვრავს?! ნუთუ დამოუკიდებელი პიროვნების სიცოცხლის, თავისუფალი არჩევანის ხელყოფას ნორმად ვღებულობთ?! ისმევა კითხვა, კითხვა, რომელზე პასუხიც არ ჩანს... ისმევა კითხვა, რომლის მიღმაც მილიონობით უმანკო, უმწეო ბავშვის უდანაშაულო სისხლია დაღვრილი... ცივილიზაციის, განათლების ეპოქის ადამიანმა სისასტიკით დედამიწაზე მცხოვრებ ყველა არსებას გადააჭარბა.
ყოველგვარი კანონი, შეშფოთება მოსალოდნელი საფრთხის გამო, ზნეობრივი, მორალური მოწოდებანი, სამართლისა და კოდექსების ყოველი მუხლი ერთ დიდ აბსურდს ემსგავსება! აბსურდს, სადაც ბავშვთა სუნთქვა დაუსჯელად ილევა!!!!!!!!
#მკვლელობადანაშაულია

See More
Image may contain: 1 person, text
Posts
ქრისტიანობა updated their cover photo.
Image may contain: 22 people, people standing

ყოვლისშემძლე

„რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფს. 32,9) - ასე გამოხატავს უფლის ყოვლისშემძლეობას ფსალმუნთმთქმელი. ღმერთი სამყარო შემოქმედია, მისი განმგებელი და ყოვლისამპყრობელი. იგია „რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან“ (ფს. 71,18). ღმერთი მოთმინებით იტანს ბოროტებისა და ბოროტთა არსებობას სამყაროში არა იმიტომ, რომ მათი განადგურება არ შეუძლია; მან თავისუფლება მიანიჭა სულიერ არსებებს და ისე წარმართავს მათ, რომ ძალადაუტანებლად, თავიანთი ნებით განუდგნენ ბოროტ...ებას და სიკეთისკენ იქციონ პირი.

კაზუისტიკურ კითხვებზე: თუ რისი აღსრულება არ ძალუძს ღმერთს, უნდა ვუპასუხოთ, რომ მისი ყოვლისშემძლეობა მოიცავს ყველაფერს, რაც ნებავს საღვთო აზრს, სახიერებას და ნებას.

ყველგანმყოფი

„ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე მე ვივლტოდი? ა-თუ-ვხდე ცად, მუნ შენ ხარ; შთა-თუ-ვხდე ჯოჯოხეთად ახლოსვე ხარ; აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღჳსასა, და რამეთუ მუნდა ჴელი შენი მიძღოდის მე, მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე“ (ფს. 138,7-10).

ღმერთი განუსაზღვრელია სივრცეში, იგი ყოველივეს აღავსებს. არსით მარტივი, ყოვლისაღმავსებელი ღმერთი მყოფობს ყველგან არა ნაწილობრივ ან თავის მიერვე გამოვლინებული ძალით, არამედ მთელი არსებით. ამასთან არ ერწყმის მას, რაშიც მყოფობს. „ღმერთი გამსჭვალავს ყოველივეს, მაგრამ არაფერს ერევა, მასში არაფერი აღწევს“ 19. „ღმერთი რომ ყველგანაა, ვიცით, მაგრამ ამ მყოფობას ვერ ჩავწვდომივართ იმიტომ, რომ ჩვენ ძალგვიძს მხოლოდ გრძბობადის აღქმა და არა მთლიანად ღვთაებრივი ბუნების გააზრება“ 20.

See More
Image may contain: 1 person

იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნების უცოდველობის შესახებ

V მსოფლიო კრებამ დაგმო თეოდორე მოპსუესტიელის ცრუსწავლება. იგი ამტკიცებდა თითქოს იესო ქრისტესთვის უცხო არ იყო შინაგანი ცდუნებანი და ვნებათა ჭიდილი. თუ საღვთო წერილი ამბობს, რომ ძე ღვთისა მოვიდა „ხორცთა მათ ცოდვისათა“ (რომ. 8,3), ამით მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ ეს ხორცი ჭეშმარიტად კაცობრივი იყო. მაგრამ იგი არ ატარებდა ცოდვას, პირიქით, სრულიად სუფთა იყო ყოველგვარი ცოდვისგან, პირველქმნილი იქნებოდა იგი თუ ნებელობითი. უფალი თავისი მიწ...იერი ცხოვრების ჟამს ყოველგვარი ცოდვიანი სურვილისა და შინაგანი ცთუნებისგან თავისუფალი იყო, რადგან კაცობრივი ბუნება მასში არსებობს არა დამოუკიდებლად, არამედ ის ჰიპოსტასურად არის ღმერთთან შეერთებული.

ქრისტეს ჰიპოსტასის ერთიანობა

ორი ბუნების შეერთებით ქრისტე-ღმერთკაცში არსებობს ერთი პირი, ერთი პიროვნება, ერთი ჰიპოსტასი. ქალკედონის მრწამსის განსაზღვრაში ვკითხულობთ: ,,... (ვაღიარებთ) ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ სიტყვას ღვთისას და არა ორ პირად გაჭრილს და განყოფილს... სიტყვა-ღმერთის განუყოფელი, ერთიანი ჰიპოსტასი ღვთაებრივ ჰიპოსტასს წარმოადგენს. ეს ჭეშმარიტება გამოითქვა იოანეს სახარების პირველ თავში: „პირველითგან იყო სიტყუაა და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (ინ. 1,1), აგრეთვე, „და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვირა ჩუენ შორის“ (ინ. 1,14). ამ მიზეზით წმიდა წერილში ზოგან ქრისტე-ღმერთს ადამიანისთვის დამახასიათებელი, ზოგან კი ქრისტე-ადამიანს ღვთაებრივი თვისებები მიეწერება. მაგალითად: „უკეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს ეცუა“ (I კორ. 2,8). აქ ჯვარცმულად მოიხსენიება უფალი დიდებისაჲ, ღმერთი („უფალი დიდებისაი“ რომ ღმერთს აღნიშნავს, ამას ფსალმუნში ვკითხულობთ: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაჲ“ - ფს. 23,10). ქრისტეს ჰიპოსტასის, როგორც საღვთო იპოსტასური ერთიანობის ჭეშმარიტებას განმარტავს ღირსი იოანე დამასკელი ნაშრომში „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა“

See More
Image may contain: 12 people
ქრისტიანობა updated their cover photo.
Image may contain: 1 person
ქრისტიანობა updated their cover photo.
Image may contain: 1 person, indoor

ანგელოზების შესახებ

იგი არის ანგელოზთა შემქმნელი და დამბადებელი. მან შემოიყვანა ისინი არარსებობიდან არსებობაში და საკუთარი ხატისებრ უსხეულო ბუნებად შექმნა ისინი, როგორც რამ სული ან უნივთო ცეცხლი. ღვთაებრივი დავითი ამგვარად ამბობს: „ვინც შექმნა თავისი ანგელოზები სულებად და თავისი მსახურები - ცეცხლის ალად“ (ფს. 103,4), გამოგვისახავს რა ამით მათ სიმსუბუქეს, ცეცხლოვანებას, სიმხურვალეს, უმახვილესობასა და მგზნებარებას საღვთო მისწრაფებაში და მსახურებაში, აგრეთვე, მათ ზემსწრაფველობას...

Continue Reading
Image may contain: 1 person

საღვთო ბუნების თვისებები

შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უკვდავება, დაუსრულებლობა, საუკუნოობა, უნივთოება, კეთილობა, შემოქმედებითობა, სამართლიანობა, განმანათლებლობა, უცვლელობა, უვნებობა, გარეშეუწერლობა, დაუტევნელობა, შემოუსაზღვრელობა, განუსაზღვრელობა, უსხეულობა, უხილავობა, მოუაზრებლობა, უჭირველობა, თვითმპყრობელობა, თვითხელმწიფობა, ყოვლისმპყრობელობა, სიცოცხლისმბოძებლობა, ყოვლადძლიერება, უსასრულოდძლიერება, განმწმენდელობა, წილმბოძებლობა, ყოვლიერების გარემომცველობა და შემამტკიცებლობა, ყ...ოვლის წინაგანმგებლობა, - ყოველივე ეს და ამგვარნი ბუნებით აქვს მას; არათუ სხვისგან მიმღებია იგი, არამედ თვით არის ყოველივე კეთილის წილმბოძებელი საკუთარი ქმნილებებისადმი, შესაბამისად თითოეულის მიმღებლობითი ძალისა.

გვამოვნებებს ურთიერთში აქვთ მყოფობა და მკვიდრობა, რადგან განუყოფელნი და ურთიერთისგან განუშორვბელნი არიან ისინი. აქვთ მათ ურთიერთში დამტევნელობა, მაგრამ არათუ თანაშეირწყმიან ან თანაშეირევიან, არამედ - ურთიერთს ეთანაებიან, რადგან ძე მამაშია და სულში, სული - მამაში და ძეში, მამა კი - ძეში და სულში, არ ხდება რა არანაირი თანაშერწყმა ან თანაშერევა ანდა თანააღრევა.

ერთი და იგივეა სამი გვამოვნების მოძრაობა, რადგან ერთი გამოშლა და ერთი მოძრაობა აქვთ მათ, რაც ქმნილ ბუნებაში შეუძლებელია ვნახოთ.

საღვთო ელვარება და მოქმედება მარტივია და დაუნაწილებელი, და როდესაც იგი დანაწილებულთა შორის კეთილსახოვნად მრავალფეროვნდება, განუყოფს რა ყველას იმას, რაც თითოეულის ბუნებას შეამყარებს, თვით მარტივი რჩება, არის რა დაუნაწილებლად გამრავლებული დანაწილებულთა შორის, ამასთან - დანაწილებულთა თანაშემკრები და მიმაქცეველი თავისი სიმარტივისკენ; რადგან ყოველივე მისკენ ისწრაფის და მასში აქვს მყოფობა. იგია ყველასთვის არსებობის წილმბოძებელი თანახმად მათი ბუნებისა. იგია არსთა არსებობა, ცოცხალთა სიცოცხლე, მოაზროვნედ მყოფთა აზრი და გონისმიერად მყოფთა გონებრიობა. არის რა თავად უზემოესი გონებაზე, სიტყვაზე, სიცოცხლეზე და არსებაზე.

ამასთან, შეურევლად განჭოლავს იგი ყოველივეს, მას კი - არარა. კიდევ, მარტივი ცოდნით იცის მან ყოველივე, მარტივად ჭვრეტს რა ყოველივეს თავისი საღვთო, ყოვლის ზედამხედველი და უნივთო მზერით, - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც, - მათ დადგომამდე; ეთვისება მას უცოდველობა, ცოდვისგან გამიჯნულობა და გამომხსნელობა. ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არათუ ყოველივე, რაც ძალუძს, ნებავს, რადგან ძალუძს ქვეყნიერების მოსპობა, მაგრამ არ ნებავს.

See More
Image may contain: 1 person

ანგელოზთა რიცხვი. ანგელოზთა ხარისხები

წმიდა წერილის მიხედვით უზარმაზარია ანგელოზთა სამყარო. როდესაც დანიელ წინასწარმეტყველმა სიზმარში „ძუელთა დღეთა“ იხილა, მას თვალწინ გადაეშალა „ათასნი ათათასნი“, რომელიც „ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ (დან. 7,9-10). ძე ღვთისას ამა სოფლად მოვლინებას ადიდებდა ანგელოზთა „სიმრავლე ერთა ცისათა“ (ლკ. 2,13).

„წარმოიდგინე, - ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, - რაოდენ მრავალრიცხოვანნი არიან რომაელნი და ამ...

Continue Reading
Image may contain: 1 person

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117)

8 (21) მაისი

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მო...

Continue Reading
No automatic alt text available.

ანგელოზთა შექმნა

სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „მრწამს ერთი ღმერთი... შემოქმედი ცათა და ქვეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“. უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). პავლე მოციქული წერს: „რამეთუ მის მიერ დაებადნა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გ...ინა თუ ხელმწიფებანი - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადნა“ (კოლ. 1,16). ეკლესიის ზოგი მამის აზრით, შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებში - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ - ლაპარაკია არა ფიზიკურ ცაზე, რომელიც შემდგომ შეიქმნა, არამედ ამ სიტყვაში უხილავ, ზეციურ ძალთა საცხოვრისი მოიაზრება. ეკლესიის ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე, გრიგოლ დიდი, ანასტასი სინელი). სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის წინაშე და ემსახურებოდნენ მას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „საღვთო სახიერება არ დასჯერდა თავისთავის ჭვრეტას, სიკეთე მას სულ უფრო და უფრო უნდა განეფინა, რათა შეძლებისდაგვარად ბევრს რგებოდა იგი (ასეთია უზენაესი სიკეთე). ღმერთმა ჯერ ანგელოზთა ზეციური ძალები მოიფიქრა - და ზრახვა საქმედ იქცა, სიტყვით აღსრულდა და სულის მიერ განსრულდა... სათნო ეყვნენ რა მას პირველი ქმნილებანი, შემდგომ სხვაგვარი, ნივთიერი და ხილული სამყარო მოიაზრა. სხვა სიტყვებით - ცისა და დედამიწის და მათ შორის არსებულისაგან შედგენილი მწყობრი ნაგებობა მოიფიქრა“. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ აზრს იმეორებს ღირსი იოანე დამასკელიც11.

See More
Image may contain: 1 person

მაცხოვრის ამაღლება

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწა...

Continue Reading
Image may contain: 4 people