🎉7და 10 მარტს🎉
⭐️მარტინ მაკდონა - ლინეინის სილამაზის დედოფალი⭐️
❗️❗️არ დაგავიწყდეთ სტუდენტური -50% ფასდაკლება ბილეთის კარზე ყიდვის შემთხვევაში.
...ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ👇🏼
https://biletebi.ge/city-thea…/lineinis-silamazis-dedofali--
https://tkt.ge/show/17386/lineinis-silamazis-dedofali
👤თარგმანი - ქეთევან სამხარაძე, ანა გოგიშვილი
👤რეჟისორი - დავით თარბა
🖌️სცენოგრაფი - აჩიკო შამახია
🎨კოსტიუმების მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი, სანდრო მარგველაშვილი
🎭მსახიობები - ქეთი ცხაკაია, ანი იმნაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ნიკა ჯაფარიძე
რეჟისორის ასისტენტი- სოფო ხუნდაძე
🕺🏼ქორეოგრაფი -გიორგი ტიელიძე
⭐️განათების მხატვარი - ანასტასია ონიანი
🎹მუსიკალური გამფორმებელი - ნიკა კოხრეიძე
🔺ზღაპრული არქეტიპები თანამედროვე სამყაროში მარტინ მაკდონას შავ კომედიაში ცოცხლდებიან. ლინეინის სილამაზის დედოფალი, უკვე ორმოც წელს მიტანებული მორინი, დედამისს სახლში ჰყავს გამოკეტილი და ისიც ვალდებულია სიკვდილამდე მოუაროს. როგორია ადამიანების ცხოვრება ეკონომიკური ექსპლუატაციისა, ემიგრაციის და სიღარიბის ფონზე, და როგორ კვალს ტოვებს პოსტკოლონიალური გარემო ადამიანების ცხოვრებაზე?
სპექტაკლი ოჯახური ძალადობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებს შეეხება. რა გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე ჩაკეტილ სივრცეს? როგორ შეიძლება უახლოესმა ადამიანებმა თავისუფლება შეგვიზღუდონ და მათგან გათავისუფლება ოცნებად გვექცეს? რა ბედი ელის ლინეინის სილამაზის დედოფალს? შეძლებს კი თავი დააღწიოს ციხედ გადაქცეულ სახლს? შეძლებს გათავისუფლდეს მტანჯველი ვალდებულებებისგან, დედამისის ეგოისტური დამოკიდებულებებისგან და საკუთარი თავისგან?
ასაკობრივი შეზღუდვა - 16+
🎉 პროექტი ხორციელდება: თბილისის მერიის და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით❤️❤️
ფოტოგრაფი- ლეკო ჭყონია