ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და დისკრიმინაციული განცხადება. გრცხვენოდეთ! როგორ ბედავთ ცალკე გამოყოთ საქართველოს მოქალაქეები ეთნიკური ნიშნით, რომ შემდეგ ისინი შეაჯიბროთ და დაატოლოთ ქართულ დიასპორას საზღვარგარეთ? საერთოდ რა მიდგომაა ეს? სად გაიგონეთ? სად გაიზარდეთ მართლა და მართლა?!
ან რას აყვედრით ქართველ აზერბაიჯანელებს? რა გაგიკეთებიათ მათთვის? ქართული ენა ვერ ასწავლეთ ამდენი წელია, ერთი ნორმალური პროგრამა ვერ შესთავაზეთ ვერც ბავშვებს და ვერც უფროსებს, მიტოვებული და ფეხებზე დაკიდებული გყავთ ბოლომდე, არჩევნების დროსაც კი აღარ გახსენდებათ. არ იმსახურებთ თქვენ დეპუტატის მანდატს, რადგან საქართველოს მოქალაქეების სეგრეგირებას ეწევით და ალიევის ხელისუფლებას ეჯიბრებით გაუგებარ რაღაცაში. ალიევის საზრუნავი არ არის საქართველოში საუკუნობით მცხოვრები ხალხი, რომელთაც ერთადერთი სამშობლო აქვთ - საქართველო!
გამოდით და ბოდიში მოუხადეთ საკუთარ მოქალქეებს, რომლებსაც ელემენტარული უფლებებით ვერ უზრუნველყოფთ ამ ქვეყანაში და რომლებიც ათასგვარ დისკრიმინაციას განიცდიან აქ, ამ ქვეყანაში საკუთარი ეთნიკური კუთვნილების გამო, დაწყებული უსაშინლესი საშუალო და არარსებული სკოლამდელი განათლებით და დასრულებული არაეფექტური სამართალდამცავი სისტემით, რასაც უამრავი გოგონა და ქალი ეწირება.

Ещё
42
7
1