საქართველოს პარლამენტი
about 7 years ago

🔊 „ყველა სირთულის მიუხედავად, ქართველი ხალხის თავდადების წყალობით, ვაგრძელებთ წინსვლას ჩვენი ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
👉 ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=noBwtKISpfg
✪ ირაკლი კობახიძე მიღებას პარლამენტის წევრებთან და... ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პაოლო ალისთან ერთად დაესწრო.
✪ პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის სახელით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.
✪ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 წლის წინ ქართველმა ხალხმა ბრძოლითა და თავდადებით აღიდგინა დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
✪ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და თავისუფალი საქართველოს იდეის სწამდათ.
🔊 ირაკლი კობახიძე: „ამ დღეს, 26 მაისს, ჩვენი ვალია, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, დისიდენტებს, რომლებსაც სჯეროდათ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის და არ თმობდნენ ოცნებას თავისუფალ საქართველოზე. 9 აპრილის გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ გმირებს,რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოს ღირსების, თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივაგოთ პატივი ყველა იმ ადამიანს, რომელიც საბჭოთა რეჟიმის პირობებში თავდაუზოგავი შრომით ავითარებდა ქართულ კულტურას, მეცნიერებას და თავისი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს და ყოველდღიური შრომით განვამტკიცოთ ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა“.
#GeoParliament #NATOPATBILISI #IrakliKobakhidze #GeorgianIndependenceDay #26may #Georgia
#საქართველოსდამოუკიდებლობისდღე #26მაისი #ესდღეჩვენია
📷 ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფოტოგალერეა იხილეთ: https://goo.gl/NZ75i4
👉 ვრცლად ინფორმაცია იხილეთ პარლამენტის ვებგვერდზე: https://goo.gl/TjWvi2

See more
No photo description available.
No photo description available.
No photo description available.
No photo description available.
+38
52
1
6